თუ თქვენ ჩაირიცხეთ რომელიმე ფრანგულ უმაღლეს დაწესებულებაში (წინასწარი რეგისტრაცია), უკვე შეგიძლიათ წინასაკონსულო პროცედურა გაიაროთ, რაც საშუალებას მოგცემთ მოიპოვოთ ვიზა
თუ თქვენ მიგიღოთ საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და გსურთ ვიზაზე განაცხადის შეტანა, წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ „Etudes en France“ ონლაინ პლატფორმაზე წინასაკონსულო პროცედურისთვის, მაშინაც კი, თუ ჩარიცხვა „Etudes en France“ პლატფორმის გამოყენების გარეშე აწარმოოთ (იხილეთ „Etudes en France“ სახელმძღვანელო):
Lien de la plateforme « Etudes en France ». Pour une meilleure navigabilité, utilisez Mozilla Firefox qui est le navigateur le plus adapté à la plateforme.
ყურადღება :
Campus France-ის წინასაკონსულო პროცედურის დაწყება საფრანგეთში თქვენი ჩასვლის თარიღამდე ოთხ თვეზე მეტი ხნით ადრე არ შეიძლება. მკაცრად რეკომენდებულია მისი დაწყება გამგზავრებამდე ორ თვით ადრე; ამ ვადის გასვლის შემდეგ, Campus France ვერ იძლევა გარანტიას, რომ თქვენი განაცხადი დამუშავდება საჭირო ვადებში.
დაწყებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ არ ხართ გათავისუფლებული წინასაკონსულო პროცედურისგან. ამ პროცედურაში შეცდომების შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ მოხდება.
გამონაკლისები ვრცელდება:
- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ფრანგული ატესტატის მფლობელებზე და ფრანგულ ლიცეუმში საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში მყოფ კანდიდატებზე.
- საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიიანტებზე.
- ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) სტიპენდიის მფლობელებზე.
- ევროკავშირის სტიპენდიის მფლობელებზე.
- Erasmus+ პროგრამის მონაწილეებზე.
არ გამოიყენოთ კერძო შუამავალი სააგენტო!
- მათ მიერ მომზადებული განაცხადები ადვილად ამოსაცნობია და მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს შანსებს, რომ ჩაირიცხოთ მაღალი ხარისხის უნივერსიტეტში;
- ისინი ხშირად ფარულ საფასურს ამატებენ;
- სააგენტოების მიერ მომზადებული ზოგიერთი განაცხადი შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს ან შეუსაბამო დოკუმენტებს, რაც იურიდიულ რისკებს გაყენებთ და პოტენციურად საფრთხეს უქმნის თქვენს სწავლას და მომავალს;
- ნუ მოგატყუებთ შეცდომაში შემყვანი რეკლამები, რომლებიც გპირდებიან სასწავლო ვიზის გარანტირებილად მიღებას: ეს შეუძლებელია!
შემთხვევა N1 : უკვე მაქვს დოსიე პლატფორმაზე „Etudes en France“
თქვენ უკვე ფლობთ დოსიეს რუბრიკაში ,,მე ვარ კანდიდატი- Je suis candidat’’ პლატფორმაზე „სწავლა საფრანგეთში“. ვიზის ასაღებად კი უნდა შექმნათ დოსიე რუბრიკაში „ჩარიცხული ვარ – Je suis accepté »
ახალი პროფილის შექმნა არ არის საჭირო. კითხვების შემთხვებაში დაუკავშირდით natia.mskhaladze@institutfrancais.ge-ს.
- დააჭირეთ ღილაკს „ჩარიცხული ვარ – Je suis accepté “.
- აირჩიეთ ველი „ელექტრონული მიღება „Etudes en France“-ის განაცხადიდან“.
- დააწკაპუნეთ „დამატება“.
- დააჭირეთ ღილაკს „აირჩიეთ ეს პროგრამა“, რათა დაადასტუროთ თქვენი არჩეული პროგრამა, რომელზეც მიღებული ხართ. ყურადღება მიაქციეთ თქვენი არჩევანის დადასტურების ბოლო ვადას.
- განაცხადის შევსების შემდეგ, დაადასტურეთ თქვენი არჩევანი.
- გადაიხადეთ განაცხადის საფასური (თუ არ ხართ გათავისუფლებული). 300 ლარი უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე.
გთხოვთ, გადახდის სათაურის ველში მკაფიოდ მიუთითოთ „სწავლა საფრანგეთში“.
ბანკის ანგარიშის დეტალები:
ბანკი:
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი:
გადაიხადეთ განაცხადის საფასური (თუ ახართ გათავისუფლებული). 300 ლარი უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე. გთხოვთ, გადახდის სათაურის ველში მკაფიოდ მიუთითოთ „სწავლა საფრანგეთში“.
ბანკის რეკვიზიტები:
ბანკი: TBC Bank
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE12TB7398636160100001
- გადახდის დამადასტურებელი საბუთი გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: EeF.CampusFranceGE@gmail.com.
- განაცხადის დადასტურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ უფლებას, დაგეგმოთ თქვენი წინასაკონსულო გასაუბრება. თქვენი სასწავლო პროექტის Campus France-ში წარდგენა გადამწყვეტი ნაბიჯია. ეს გასაუბრება გაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ თქვენი პირადი პროექტი, ახსნათ თქვენი არჩევანი და მოტივაცია. ამიტომ, წინასწარ უნდა მოემზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებით. შემდეგ გასაუბრებაზე მიგიწვევენ ელექტრონული ფოსტით (თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა). გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ორგანიზაციული მიზეზების გამო, დაგვიანება დაუშვებელია გთხოვთ! გაითვალისწინოთ: ორგანიზაციული მიზეზების გამო, დაგვიანება დაუშვებელია.
- წინასაკონსულო გასაუბრების შემდეგ, ჩამოტვირთეთ EEF-Pastel აპლიკაციის მიერ გენერირებული წინასწარი რეგისტრაციის სერტიფიკატი, რომელიც შეიცავს თქვენს EEF საიდენტიფიკაციო ნომერს. გამოიყენეთ ეს სერტიფიკატი France-Visas-ზე ვიზაზე განაცხადის პროცესის დასაწყებად.
- France-Visas-ის ვებგვერდზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ვიზის განაცხადის წარსადგენად დანიშნეთ შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდზე.
შემთხვევა 2 : ჯერ არ მაქვს განაცხადი „Études en France“-ზე, რადგან ჩარიცხვა პლატფორმის გარეშე ვაწარმოე.
თქვენ არ გაქვთ „Je suis candidat“ პროფილი „Études en France“-ზე. ვიზის მისაღებად მაინც უნდა შექმნათ პროფილი „Je suis accepté“ „Études en France“-ზე.
- თუ არ გაქვთ ანგარიში, შექმენით.
- დააწკაპუნეთ „Je suis accepté“-ზე.
- მონიშნეთ ველი „ჩარიცხვა მიღება მიღებულია „Études en France“-ის განაცხადის გარეშე“.
- დააწკაპუნეთ „დამატება“.
- შეავსეთ თქვენი განაცხადისთვის საჭირო ინფორმაცია.
ამ პროცესის დასრულების შემდეგ, „Je suis accepté“ ჩანართში დააწკაპუნეთ „ჩემი განაცხადის დასრულება“ და „ვაწვდი ჩემს პირად და აკადემიურ ინფორმაციას, საჭირო სერტიფიკატებს“. ამ ეტაპისთვის დაგჭირდებათ: პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა), ბოლოდროინდელი, შესაბამისი პასპორტის ფოტო, ელექტრონული ფოსტის მოქმედი მისამართი და განაცხადის ნომერი, რომელიც უნდა შეინახოთ.
გთხოვთ! გვერდის ბოლოში, „სხვადასხვა“ განყოფილებაში, ასევე არ დაგავიწყდეთ ველის მონიშვნა „ვეთანხმები საფრანგეთში სწავლის შესახებ ინფორმაციის მიღებას ჩემს პირად ელექტრონულ მისამართზე“. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ყველა შეტყობინების მიღებას ელექტრონული ფოსტით (განაცხადის დადასტურება, წინასაკონსულო ვიზიტი, რეგისტრაციის საფასურის გადახდა და ა.შ.).
- განაცხადის შევსების შემდეგ, დაადასტურეთ თქვენი არჩევანი.
- გადაიხადეთ განაცხადის საფასური (თუ არ ხართ გათავისუფლებული). 300 ლარი უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე.
გთხოვთ, გადახდის სათაურის ველში მკაფიოდ მიუთითოთ „სწავლა საფრანგეთში“.
ბანკის ანგარიშის დეტალები:
ბანკი:
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი:
გთხოვთ, გადახდის სათაურის ველში მკაფიოდ მიუთითოთ „სწავლა საფრანგეთში“.
- გადახდის დამადასტურებელი საბუთი გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: EeF.CampusFranceGE@gmail.com.
- თქვენი განაცხადის დადასტურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ უფლებამოსილებას, დაგეგმოთ თქვენი წინასაკონსულო გასაუბრება. თქვენი სასწავლო პროექტის წარდგენა Campus France-ში გადამწყვეტი ნაბიჯია. ეს გასაუბრება გაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ თქვენი პირადი პროექტი და ახსნათ თქვენი არჩევანი და მოტივაცია. ამიტომ, წინასწარ უნდა მოემზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებით. შემდეგ გასაუბრებაზე მიგიწვევენ ელექტრონული ფოსტით (თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა). გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ორგანიზაციული მიზეზების გამო, დაგვიანება დაუშვებელია. გთხოვთ! გაითვალისწინოთ: ორგანიზაციული მიზეზების გამო, დაგვიანება დაუშვებელია.
- წინასაკონსულო გასაუბრების შემდეგ, ჩამოტვირთეთ EEF-Pastel აპლიკაციის მიერ გენერირებული თქვენი წინასარეგისტრაციო სერტიფიკატი, რომელიც შეიცავს თქვენს EEF ID ნომერს. ამ სერტიფიკატით, იწყებთ ვიზაზე განაცხადის პროცესს France-Visas-ის ვებგვერდზე.
- როგორც კი France-Visas-ის ვებგვეფრდზე რეგისტრაცია დასრულდება, დანიშნეთ შეხვედრა ვიზაზე განაცხადის წარსადგენად, ეწვიეთ საფრანგეთის საელჩოს ვებსაიტს საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ PDF საინფორმაციო ბარათი :
