საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობა

აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა ფრანგულ-ქართული ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი მიზანია ამ სფეროში ცვლილების წახალისება ფრანგული უმაღლესი განათლების პოპულარიზაციისა და ფრანგული სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენის გზით.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის სამსახური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფრანგული და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივებისთის, რომლის მიზანია სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა და ორმაგი, ფრანგულ-ქართული აკადემიური ხარისხების შექმნა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო მიმართულების (STEM, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სასურსათო ტექნოლოგიები), სადოქტორო საფეხურის, კვლევისა და ფრანგული სამეცნიერო ექსპერტიზის ხელშეწყობას. ფრანგული ინსტიტუტი ხელს უწყობს ფრანგ და ქართველ მკვლევრებს შორის თანამშრომლობას, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, რომლებშიც სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მკვლევრები მონაწილეობენ.

სტუდენტთა მობილობას ზედამხედველობას უწევს Campus France, რომლის მთავარი მისიაა ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების მობილობის მხარდაჭერა. ასევე, სტუდენტებს საქართველოში მიაწოდოს ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ და დაეხმაროს სააპლიკაციო პროცესში.

საფრანგეთი, როგორც სასწავლო მიმართულება, პოპულარობით სარგებლობს ქართველ სტუდენტებში, რაც საუნივერსიტეტო თანამშრომლობის გაძლიერებით, ფრანგული უმაღლესი განათლების პოპულარიზაცით, საქართველოს Campus France -სა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის წყალობით გახდა შესაძლებელი. ასევე, საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია Erasmus + ის პროგრამებში.

საკონტაქტო ინფორმაცია :

  • ლიზა ბარიე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრონლობის ატაშე : lisa.barrier@institutfrancais.ge
  • ნათია მსხალაძე, კამპუს ფრანსის ხელმძღვანელი საქართველოში : natia.mskhaladze@institutfrancais.ge