საფრანგეთი, საერთაშორისო სტუდენტებს, უმაღლესი საგანამანთლებლო პროგრამების ფართო სპექტრს სთავაზობს ყველა მიმართულებასა და საფეხურზე, მიუხედავად იმისა, ფლობენ თუ არა ისინი ფრანგულ ენას.
საფრანეგთის უმაღლესი განათლების სისტემა 2.5 მილიონი სტუდენტს ითვლის, რომელთაგან 13% საერთაშორისო სტუდენტია.
ქვეყნის მაშტაბით, 3500-ზე მეტი საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებს, მათგან :
- 72 სახელმწიფო უნივერსიტეტი , რომლებიც დაფინანსებულია საფრანგეთის მთავრობის მიერ და საფრანგეთში საერთაშორისო სტუდენტების 75% სწორედ ამ უნივერსიტეტებს ირჩევენ.
- 25 საუნივერსიტეტო გაერთიანება.
- 271 სადოქტორო სკოლა
- 227 საინჟინრო სკოლა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიანიჭონ ინჟინრის ხარისხი.
- 220 ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლა
- 45 სახელმწიფო სახელოვნებო სკოლა. ხელოვნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ კანდიდატების შერჩევას განაცხადების, კონკურენტული გამოცდების, კონსკურსის და/ან გასაუბრებების საფუძველზე. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში Campus Art-ის ვებგვერდზე.
- 22 არქიტექტურის ეროვნული სკოლა
- 3000 კერძო სკოლა და ინსტიტუტი, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ისეთ საგნებში, როგორიცაა ჯანდაცვა, აუდიო-ვიზუალური, კომუნიკაცია, ჟურნალისტიკა, მოდა და დიზაინი, აგრონომია, პოლიტიკური მეცნიერებები და ა.შ. ამ უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი ხარისხი სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული.
უმაღლესი დაწესებულებებიდან 247 «Grandes écoles » ე.წ «უმაღლესი სკოლები» , როგორიცაა Écoles normales supérieures (ENS), პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტები (IEP), საინჟინრო სკოლები, ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლები, ვეტერინარული სკოლები და სხვა. საფრანგეთში უცხოელი სტუდენტების 20% სწავლობს « უმაღლეს სკოლებში ».
«უმაღლეს სკოლებში» ჩარიცხვა მაღალსელექციურია და დაფუძნებულია მოსამზადებელი, ორწლიანი კურსის შემდეგ ჩატარებულ კონკურსზე. ან კანდიდატს შეუძლია საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, იმავე სკოლაში გაიაროს ინტეგრირებული მოსამზადებელი ციკლზი. რეგსიტრაციისა და სწავლის საფასური უფრო მაღალია, ვიდრე უნივერსიტეტში.
საფრანგეთის 3000 საშუალო სკოლიდან, იგივე «ლიცეუმი», ზოგიერთ მათგანში ორგანიზებულია მოსამზადებელ ციკლი უმაღლესი სკოლებისთვის – Grandes Écoles-ისთვის (CPGE), ზოგი კი უმაღლესი ტექნიკოსების სექციებს (STS), ან ტექნიკოსის ეროვნულ დიპლომისთვის Brevet de Technicien Supérieur-ის (BTS) ამზადებს სტუდენტებს.
1500-ზე მეტი სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. მათი პოვნა შესაძლებელია კამპუს ფრანსის ონლაინ კატალოგში Programs taught in English.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის ასევე შემოთავაზებულია მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც აერთიანებს ფრანგული ენის შესწავლასა და კულტურულ მოგზაურობებს. კურსების დეტალურად აღწერა იხილეთ მოკლევადიანი პროგრამების კატალოგსა და Immersion France აპლიკაციაში.
ფრანგულ ენაზე MOOC-ები სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. აბრევიატურა FUN-ის უკან, რაც ნიშნავს France Université Numérique-ს, წამყვანი ფრანგული ონლაინ კურსების პლატფორმა დგას. ის გთავაზობთ თითქმის 300 სასწავლო კურსს 80-ზე მეტი დაწესებულებიდან და თითქმის ერთი მილიონ რეგისტრირებულ სტუდენტს ითვლის.
https://www.campusfrance.org/fr/enseignement-superieur-francais
