2026 წლის ივნისის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:
სესია: DELF ჟუნიორი (18 წლამდე): 2026 წლის 6-7 ივნისი
A1 – 6 ივნისი
A2 – 7 ივნისი
B1 – 6 ივნისი
B2 – 7 ივნისი
სესია: DELF ყველასთვის: 2026 წლის 13-14 ივნისი
A1 – 13 ივნისი
A2 – 14 ივნისი
B1 – 13 ივნისი
B2 – 14 ივნისი
სესია: DALF ყველასთვის: 2026 წლის 18-19 ივნისი
C1 – 18 და 19 ივნისი
C2 – 18 და 19 ივნისი
ონლაინ რეგისტრაცია ხელახლა გაიხსნება 2026 წლის 4 მაისს 12:00სთ-დან 23:59სთ-მდე
ყურადღება!
– გამოცდების თარიღები დაზუსტებულია. თანხის გადახდამდე, კანდიდატი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მითითებულ თარიღებში იგი შეძლებს გამოცდაზე მოსვლას.
– რეგისტრაციისას გადახდილი თანხის დაბრუნება არ ხდება.
– თუ კანდიდატი არ ან ნაწილობრივ გამოცხადდება გამოცდაზე, იგი ჩაჭრილად ჩაითვლება და მას გამოცდის საფასური არ დაუბრუნდება.
– შეუძლებელია რეგისტრაციის ერთი საგამოცდო სესიიდან მეორეზე გადატანა.
გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისათვის კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე განსაზღვრულია კანდიდატების მაქსიმალური რაოდენობა.
სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.
პროტოკოლი კანდიდატებისთვის : საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი მოქმედი ვადით* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი). დაბადების მოწმობა არ მიიღება.
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- 1 ბოთლი წყალი ეტიკეტის გარეშე
*იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში მითითებული სავალდებულო დოკუმენტებიდან და ნივთებიდან არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატი არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
ტარიფები და გადახდის პირობები :
| ძირითადი ტარიფი | ფრანგული ინსტიტუტის სტუდენტის ტარიფი (სტუდენტის აქტიური რეგისტრაცია 14 აპრილი – 4 მაისი 2026) | |
| A1 | 125 GEL | 100 GEL |
| A2 | 130 GEL | 104 GEL |
| B1 | 150 GEL | 120 GEL |
| B2 | 250 GEL | 200 GEL |
| C1 | 320 GEL | 256 GEL |
| C2 | 400 GEL | 320 GEL |
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
– გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
– გადახდის დანიშნულება : “ფრანგული ენის გამოცდა”
– საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
მიმღები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
- გაეცნონ გამოცდების ზოგად დებულებას
- შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
- გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი – დაბადების მოწმობა არ მიიღება) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com
ყურადღება!
პირადობის დამადასტურებელი საბუთის და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმულარის გამოგზავნიდან მაქსიმუმ 24 საათის ვადაში.
საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, გააუქმოს რეგისტრაცია, თუკი 24 საათიანი ვადა არ იქნება დაცული
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით (გასახსნელად დააჭირეთ გამოცდის დონის აღმნიშვნელ ასოს):
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
გაიხსნება 2026 წლის 4 მაისს 12:00სთ-დან 23:59სთ-მდე
DELF ჟუნიორი
A1 (110 კანდიდატი)
A2 (110 კანდიდატი)
B1 (80 კანდიდატი)
B2 (80 კანდიდატი)
DELF/DALF Tout public (ყველასთვის)
A1 (110 კანდიდატი)
A2 (110 კანდიდატი)
B1 (80 კანდიდატი)
B2 (80 კანდიდატი)
C1 (20 კანდიდატი)
C2 (5 კანდიდატი)
რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge
