სწავლა სამედიცინო მიმართულებაზე საფრანგეთში : PASS და L.AS
საფრანგეთში ჯანდაცვის მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად (მედიცინა, ფარმაცია, ოდონტოლოგია, მეანობა), არსებობს ორი ძირითადი გზა:
- PASS (Parcours d’Accès Spécifique Santé) ეს არის პირველი საუნივერსიტეტო წელი, რომელიც ორიენტირებულია სამედიცინო მიმართულებაზე, დამატებით სპეცილობასთან ერთად (მეცნიერებები, სამართალი, ეკონომიკა და ა.შ. სასწავლო წლის ბოლოს, სამედიცინო მიმართულებით სწავლის გაგრძელება დამოკიდებულია შესარჩევ პროცესზე, რომელიც ეფუძნება მიღებულ შედეგებს. წარუმატებლობის შემთხვევაში, სტუდენტებს არ შეუძლიათ გაიმეორონ PASS, თუმცა საშუალება აქვთ სწავლა განაგრძონ დამატებითი სპეციალობაში.
- L.AS (Licence avec Accès Santé) ეს კურსი საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ კლასიკურ საბაკალავრო პროგრამას, იგივე ლისანსი (ბიოლოგია, სამართალი, ფსიქოლოგია და ა.შ.) სამედიცინო მიმართულების ოფციით. სამედიცინო მიმართულებით სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ლისანსის პირველი, მეორე ან მესამე წლის ბოლოს, მიღებული შედეგების მიხედვით. ჩარიცხვის ეს გზა გთავაზობთ მეტ მოქნილობას და სამედიცინო მიმართულებაზე ინტეგრირების რამდენიმე შანსს.
სამედიცინო მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად, ქართველი სტუდენტები უნდა დარეგისტრრდნენ პლატფორმაზე „Etudes en France “ და სრულად გაიარონ პროცედურა, ასევე, უნდა დარწმუნდნენ, რომ აკმაყოფილებენ უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმებს. საჭიროა ფრანგული ენის მაღალი კომპეტენცია (ზოგადად C1), ასევე მყარი აკადემიური მომზადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის : https://ressources.campusfrance.org/esr/domaines/fr/medecine_fr.pdf
მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს განათლების რეფორმა, ინფორმაცია განახლდება.
