კველვითი მობილობა
შესაძლებელია კვლევითი მობილობის განხორციელება ფრანგულ საუნივერსიტეტო დაწესებულებებში. მობილობა საშუალებას აძლევს დოქტორანტს წვლილი შეიტანოს კვლევისა ან ტექნოლოგიური განვითარებაში.
მობილობების შესაძლებლობები :
- საქართველოში, საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული ქართველი კანდიდატებისთვის შესაძლებელია
სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება
(მაქსიმუმ სამი წლის ვადით, ორჯერ გაგრძელების შესაძლებლობით თითო წლით და
გაცემული დაფინანსების ლიმიტის ფარგლებში). დამატებითი ინფორმაცია: Qu’est-ce qu’un séjour doctoral ou doctorat sandwich ? | Campus France - ქართველი მკვლევრებისთვის, რომელთაც მოპოვებული აქვთ დოქტორის ხარისხი (მაქსიმუმ ერთი წლის ვადით).
- ქართველები, რომლებიც არიან სამთავრობო, უცხოური ინსტიტუტის ან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სამეცნიერო კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული სტიპენდიის ბენეფიციარები.
ფრანგული ენის ფლობა სავალდებულო არ არის (დამატებითი ინფორმაციისთის Je ne parle pas français, puis-je faire mon doctorat en France ? | Campus France ).
დაფინანსება
კანონი უფლებას აძლევს დაწესებულებებს უზრუნველყონ დამატებითი დაფინანსება კვლევითი მობილობისთვის, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. დამატებითი ინფორმაცია: Puis-je faire mon doctorat avec une bourse ? | Campus France და Loi de programmation de la recherche : ce qui change pour les chercheurs internationaux | Campus France).
ყოველწლიურად, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გასცემენ ერთობლივ პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტს ქართველი მეცნიერებისთვის, ერთი თვის განმავლობაში საფრანგეთში კვლევის განსახორციელებლად (დამატებითი ინფორმაცია: Bourses de recherche | Institut français de Géorgie).
სადოქტორო საფეხურზე დაფინანსების მოპოვება, ასევე შესაძლებელია ეიფელის სტიპენდიის ფარგლებში (დამატებითი ინფორმაცია: Le programme de bourses France Excellence Eiffel | Campus France).
ვიზა და სოციალური უზრუნველყოფა
მობილობის დაფინანსების ტიპის მიხედვით, კანდიდატები მოიპოვებენ სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას, როგორცაა “Passeport Talent”, ან სტუდენტური ბინადრობის ნებართვას. საფრანგეთში ყოფნისას, მკვლევრებს შეუძლიათ ისარგებლონ სოციალური უზრუნველყოფის გარკვეული პაკეტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის : Loi de programmation de la recherche : ce qui change pour les chercheurs internationaux | Campus France)
დოქტორანტურა საფრანგეთში
საფრანგეთში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მოსაპოვებლად, კანდიდატს მოპოვებული უნდა ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი (300 ECTS) კვლევის გამოცდილებით. ასევე, მოპოვებული უნდა ჰქონდეს დაფინანსება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში (1700 € net/თვეში მინიმუმი, 2100 € brut) და ფრანგული და/ან ინგლისური ენის კომპტენცია C1 დონე. შესაძლოა, დამატებით, მოთხოვნილი იყოს სხვა კრიტერიუმები, ვინაიდან თითოეულ სადოქტორო სკოლას აქვს საკუთარი რეკრუტირების პოლიტიკა და პროცესი სელექციურია.
ყურადღება : ზოგიერთი სკოლა (მათ შორის უნივერსიტეტები) გვთავაზობს „ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურას“ (DBA). ეს დიპლომები არ არის დოქტორანტურის საფეხური და არ არის აღიარებული საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ.
მიმღები ლაბორატორიის ან კვლევითი დაწესებულების მოსაძებნად : La Recherche en France – Annuaire des Ecoles Doctorales
რამდენიმე რჩევა :
უმჯობესია, გაითვალისწინოთ და განსაზღვროთ შემდეგი ფაქტორები თქვენი პროექტისთვის:
- ლაბორატორიები/სადოქტორო სკოლები, სადაც ერთობლივი სადოქტორო პროგრამები და თანახელმძღვანელობა დანერგილია
- საფრანგეთთან არსებული და განვითარებული სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროები
- ლაბორატორიები/სადოქტორო სკოლები, რომლებშიც მკვლევრები მუშაობენ თქვენთვის საინტერესო თემატიკაზე.
- არ მიმართოთ ისეთ სადისერტაციო თემას, რომელიც უკვე ღრმად არის შესწავლილი.
ჩარიცხვის შანსების გასაუმჯობესებლად, სასურველია:
- უკვე დასრულებული გქონდეთ სამაგისტრო საფეხურზე სწავლა საფრანგეთში (ან მხოლოდ ერთი წელი მაგისტრატურაში)
- იპოვოთ დაფინანსება (იხილეთ განყოფილება „სტიპენდიები“)
- შეადგინოთ ორ გვერდიანი CV, პუბლიკაციების მაქსიმალური ჩამონათვალით.
