საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, რომლის მთავარი მიზანია ფრანგული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში. ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს კულტურათა შორის დიალოგს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. იგი უზრუნველყოფს ფრანგული კრეატიული და ინტელექტუალური ხელოვნების გავრცელებას საქართველოში, თეატრალური წარმოდგენების, ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და საჯარო დებატების საშუალებით.
გარდა ამისა, ინსტიტუტი ხელს უწყობს ქართული და ფრანგული სახელოვნებო სივრცეების წარმომადგენლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და კულტურათაშორის კომუნიკაციას, რაც ხშირად საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს სხვა თვალით შეხედონ საკუთარ კულტურასა და საზოგადოებრივ მდგომარეობას.
გაქვთ კულტურული ან საგანმანათლებლო პროექტი? საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას. გთხოვთ, ჩამოტვირთოთ დაფინანსების მოთხოვნის ფორმა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გთხოვთ, ჩამოტვირთოთ დაფინანსების მოთხოვნის ფორმა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე :
კინო
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მუდმივად ხელს უწყობს კინოხელოვნების განვითარებას, ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფესტივალისა და კულტურული ინიციატივის მხარდაჭერის გზით.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის – „პრომეთე“ ტრადიციული პარტნიორია. ინსტიტუტის მხარდაჭერით ფესტივალმა წარმოადგინა უახლესი ფრანგული ფილმებით დაკომპლექტებული პროგრამა და უმასპინძლა არაერთ ცნობილ ფრანგ კინოხელოვანს, რითაც კიდე ერთხელ ხელი შეუწყო ქართულ და ფრანგულ კინოინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ამავდროულად, 2024 წლის ზაფხულში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი „საზაფხულო ღია კინოჩვენებები“ – ღია ცის ქვეშ გამართული კინოჩვენებების სერია თბილისში. გასართობი ფორმატის ღონისძიების მიზანია ფრანგული კინემატოგრაფის სიმდიდრის წარმოჩენა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მსურველისთვის.
ინსტიტუტი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ ანიმაციურ კინოფესტივალებთან, რითაც ხელს უწყობს ფრანგული ანიმაციის პოპულარიზაციას და ამ სფეროში პროფესიული კავშირების გაძლიერებას.
და ბოლოს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მხარს უჭერს ვირტუალური რეალობის განვითარებას, როგორც ინოვაციური და თანამედროვე მხატვრული გამოხატვის ახალ ფორმას.
ვიზუალური ხელოვნება
ყოველწლიურად, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი [lien – https://tpmm.ge/en/] ქართველ საზოგადოებას აცნობს როგორც დამწყები, ასევე უკვე აღიარებული ფრანგი ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ქუთაისის „ქარავან არტ ფორუმის“ ფესტივალი [lien – https://www.facebook.com/Caravanartforum/?locale=ka_GE ] კი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა დარგში მოღვაწე ფრანგი ხელოვანებისთვის, თავიანთი მრავალფეროვანი ხედვები ქართველი აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ.
მუსიკა, ცეკვა და თეატრი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას მუსიკის მიმართულებით, არის არაერთი ფესტივალისა და მუსიკალური ღონისძიების პარტნიორი მთელი წლის განმავლობაში.
მუსიკის დღის აღსანიშნავად, ინსტიტუტი ფართო საზოგადოებას სთავაზობს სპეციალურ პროგრამას, რომელიც ხაზს უსვამს მუსიკალური გამოხატვის მრავალფეროვნებას.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კულტურულ პროგრამაში განსაკუთრებულ ადგილი უჭირავს ცეკვის ხელოვნებას: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარებული კლასიკური ბალეტის მასტერკლასებით, თანამედროვე ქორეოგრაფიული ნამუშევრების წარდგენითა და თემატური კონფერენციების ორგანიზებით.
აზრთა ჭიდილი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს შეხვედრებსა და დებატებს, სადაც სტუმრად ჩამოსული ფრანგი ავტორები და ხელოვანები, ქართულ საზოგადოებას, სიამოვნებით უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
ყოველწლიური ღონისძიება „იდეების ღამე“ წარმოადგენს საშუალებას, გავეცნოთ თანამედროვეობისთვის აქტუალურ ტენდენციებს, მოვუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს, გავცვალოთ მოსაზრებები ჩვენი დროის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: „სწავლება და კვლევა დისტანციური გამოწვევის წინაშე“, „მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება“, „რა როლი ეკისრება მოქალაქეებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში?“ – ბოლო წლებში, სწორედ ამ თემებს დაეთმო ჩვენი დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილი.
Parcours Sonore
სახელოვნებო რეზიდენცია
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის რეზიდენციის პროგრამები, საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს: მხატვრებს, რეჟისორებს, გამოფენების კურატორებს, მწერლებს და სხვა სფეროს წარმომადგენლებს რამდენიმე კვირა ან თვე გაატარონ საფრანგეთში საკუთარი კვლევის პროექტის განსახორციელებლად. __
უცხო ქვეყნის, განსხვავებული კულტურისა და უცხო ენობრივ გარემოში მოქცევა ხელოვანებს საკუთარი საქმიანობის სხვა პერსპექტივიდან შეფასების საშუალებას აძლევს და, ამგვარად, მათ საკუთარი შემოქმედების გამდიდრებაში ეხმარება. ის, ხანდახან, მოულოდნელი საერთო პროექტების განხორციელებასაც უყრის საფუძველს.
გაქვთ პროექტი, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთში გეგმავთ? Candidatez ici [lien vers un formulaire dédié à créer] à nos bourses de résidence artistique, couvrant la prise en charge du voyage et une allocation de séjour.
გაეცანით ჩვენს სრულ კულტურულ პროგრამას კალენდარში.
