ჩაწერის წესები და ტარიფები

ჩაწერის წესები:

მედიათეკაში ჩაწერა შეუძლია ყველას. მედიათეკაში ჩაწერის მსურველმა უნდა ჩარიცხოს შესაბამისი თანხა ბანკში ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე და მედიათეკაში წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი გადახდის ქვითართან ერთად (16 წლამდე ასაკის მოზარდებს თან უნდა ახლდეს მშობელი).

დოკუმენტების შინ გატანა:

მედიათეკის ბარათის მფლობელს შეუძლია მედიათეკიდან ერთდროულად გაიტანოს 13 დოკუმენტი:

  • 5 წიგნი ერთი თვით
  • 2 თამაში ერთი თვით
  • 3 CD ერთი კვირით
  • 3 DVD ერთი კვირით

თუ დოკუმენტი ადგილზე არ არის, მკითხველს შეუძლია მისი დაჯავშნა. შინ სარგებლობის ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ადგილზე ან მკითხველის პერსონალური გვერდიდან იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი დაჯავშნილი არ არის სხვა მკითხველის მიერ.

მედიათეკაში ჩაწერის ტარიფები, რომელიც აითვლება ჩაწერის დღიდან:

წლიური აბონემენტი ტარიფი
ჩვეულებრივი ტარიფი
60 ₾
ნახევარი ტარიფი
საქართველოს სკოლებისა და უნივერსიტეტების ფრანგული ენის პედაგოგებისთვის, საქართველოს უნივერსიტეტების რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტების ლექტორებისთვის
30 ₾
ჩაწერა უფასოა
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის, ანიმაციის ‘’აღმოაჩინე მედიათეკა’’ მონაწილეებისთვის (მოსწავლეებისთვის და…
Gratuit