მედიათეკის რესურსები და აქტივობები

რესურსები

ქალაქის ცენტრში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პრესტიჟულ შენობაში მდებარე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ, შინ გასატანად და ადგილზე გასაცნობად, რამდენიმე ათას წიგნს, თამაშებს და DVD ფორმატის ფილმებს ყველა ასაკისთვის და ყველა დონისთვის მკითხველისთვის, ქართულ და ფრანგულ ენებზე.

შემოთავაზებულ დოკუმენტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ონლაინ კატალოგში

მედიათეკის ყველა რესურსი ხელმისაწვდომია მკითხველის წლიური აბონემენტით (იხ. ჩაწერა და ტარიფები).

მედიათეკაში ჩაწერით წვდომა გექნებათ ასევე კულტურთეკაზე [ბმული], პარიზის ფრანგული ინსტიტუტის ელექტრონულ მედიათეკაზე, რომელიც გთავაზობთ ათასობით ონლაინ რესურსს.

შეხვედრები და იდეათა ჭიდილი

გვესტუმრეთ მთელი წლის მანძილზე, რომ შეხვდეთ ფრანგული და ქართული კულტურული სფეროს მოღვაწეებსა და ავტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების დამყარებას. დასწრება თავისუფალია.

მომავალი ღონისძიებების კალენდარი

ფრანგულ ენაზე სასაუბრო კლუბი:

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ ფრანგი მოდერატორის მიერ წარმართულ ყოველკვირეულ შეხვდრა-დისკუსიებს, სადაც ნებისმიერს შეუძლია დახვეწოს და ისაუბროს მოლიერის ენაზე მეგობრულ გარემოში. ღონისძიება უფასოა და განკუთვნილია მედიათეკის მკითხველებისთვის, რომელთა ფრანგული ენის ცოდნის მინიმალური დონეა B1. ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდით მედიათეკას:
mediatheque@institutfrancais.ge

მედიათეკის აღმოჩენა და დოკუმენტური ძიება სკოლებისთვის

მედიათეკა სთავზობს სკოლის პედაგოგებს ორი სახის ანიმაციას – მედიათეკის აღმოჩენას და დოკუმენტურ ძიებას, რომლებსაც ატარებს ჩვენი ბიბლიოთეკარი და განკუთვნილია ფრანკოფონი და არაფრანკოფონი ბავშვებისთვის. გვეწვიეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად და აღმოაჩინეთ მედიათეკა!

მედიათეკის აღმოჩენა გრძელდება 1სთ30წთ და მოიცავს: მედიათეკის დათვალიერებას, თამაშს და ფრანგულ ენაზე ფილმის ან ანიმაციური ფილმის ჩვენებას.

დოკუმენტური ძიება გრძელდება 2 სთ: პედაგოგის მიერ წინასწარ შერჩეული თემის მიხედვით, მედიათეკარი მოსწავლეებს აცნობს დოკუმენტურის ძიების ეტაპებს.


ანიმაციის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ უფასოდ ჩაეწერონ მედიათეკაში.

  • ყოველი ანიმაციის ფასია 60 ლარი.