რამდენიმე ინსტრუმენტი დაგეხმარებათ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროგრამის არჩევაში, რომელიც შეესაბამება თქვენს საფეხურს და სწავლების სფეროს. კერძოდ კი, Campus France-ის ონლაინ კატალოგები.
საბაკალავრო პროგრამები (BAC+1, BAC+2, BAC+3)
საფრანგეთში ბაკალავრის ხარისხი (ლისანსი) არის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური Bac+3, რომელიც ხელმისაწვდომია ატესტატის მიღების შემდეგ. მის მოპოვებას სამი აკადემიური წელი სჭირდება და 180 (ECTS) სასწავლო კრედიტის შეადგენს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლა სამაგისტრო საფეხურზე გააგრძელონ.
საერთაშორისო სტუდენტებმა, მათ შორის ქართველმა კანდიდატებმა, საფრანგეთის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის პირველ კურსზე ჩასარიცხად, უნდა შეავსონ DAP (Demande d’Admission Préalable) წინასწარი მიღების განაცხადი. ხელმისაწვდომი პროგრამების სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ კატალოგს. https://cataloguelm.campusfrance.org/licence/#/catalog.
სამაგისტრო პროგრამები (BAC+4, BAC+5)
მაგისტრატურის პროგრამები (BAC+4, BAC+5) სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ მაგისტრის აკადემიური ხარისხი, რომელის მიღებაც შესაძლებელია 3 აკადემიური წლის შემდეგ (Bac+3). საფრანგეთში სამაგისტრო საფეხური წარმოადგენს ორ აკადემიურ სასწავლო წელს, რომელიც დადასტურებულია 120 (ECTS) სასწავლო კრედიტით.
წინა აკადემიური ხარისხიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ პირდაპირ ჩაირიცხონ სამაგისტრო საფეხურზე სპეციალიზაციის ერთი ან ორ წლის გასავლელად. სპეციალიზებული სამაგისტრო ხარისხები (დამოწმებული Conférence des Grandes Écoles-ის მიერ) და MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი) შეესაბამება პოსტ-მაგისტრატურის სპეციალიზაციის დამატებით წელს, ანუ სწავლების მეექვსე წელს.
სპეციალიზებული სამაგისტრო ხარისხები (დამოწმებული Conférence des Grandes Écoles-ის მიერ) და MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი) შეესაბამება პოსტ -მაგისტრატურის სპეციალიზაციის დამატებით წელს, ანუ სწავლის მეექვსე წელს.
გაეცანით სამაგისტრო პროგრამების კატალოგს.
https://cataloguelm.campusfrance.org/master/#/catalog?lang=fr
ინგლისურენოვანი პროგრამები საფრანგეთში
გსურთ დაიწყოთ ან გააგრძელოთ სწავლა ინგლისურ ენაზე საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?
გაეცანით Programs Taught in English კატალოგს, რომელიც 1600-ზე მეტ მოკლე და გრძელვადიან პროგრამას აერთიანებს.
https://taughtie.campusfrance.org/tiesearch/#/catalog
სახელოვნებო და არქიტექტურის სასწავლო პროგრამები
CampusArt გახლავთ ჩარიცხვების ციფრული პლატფორმა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა საგარეო საქმეთა, უმაღლესი განათლებისა და კულტურის სამინისტროებს შორის პარტნიორობით. ის საშუალებას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს, განაცხადი გააკეთონ ხელოვნების, დიზაინის, მოდის, მუსიკისა და არქიტექტურის სხვადასხვა პროგრამაზე.
თუ დაინტერესებული ხართ ხელოვნების ან არქიტექტურის მიმართულების სასწავლო პროგრამებით, შეგიძლიათ გაეცნოთ CampusArt-ის კატალოგს.
Lien : https://www.campusart.org/
შენიშვნა
2020 სასწავლო წლიდან, არაევროპელმა სტუდენტებმა, რომლებიც პირველად ჩაირიცხებიან საფრანგეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური 2 850€ საბაკალავრო, ხოლო 3,879€ სამაგისტრო საფეხურზე.
რეგისტრაციის საფასურის გადახდა არ ეხება სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
