განაცხადის გაკეთება

Campus France სააპლიკაციო პროცესი ხორციელდება „Études en France“ პლატფორმაზე და განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის, საქართველოში მცხოვრები კანდიდატებისთვის, რომლებმაც საშუალო თუ უმაღლესი განათლება ქართულ სისტემაში მიიღეს, (მათ შორის საერთაშორისო ატესტატი) ან მიიღეს უცხოური განათლება.

პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, თუ გსურთ საფრანგეთში სწავლა, დარეგისტრიდეთ პლატფორმაზე EEF, იხილეთ პლატფორმის ბმული

https://pastel.diplomatie.gouv.fr/etudesenfrance/dyn/public/authentification/login.html

შენიშვნა :

გარკვეულ პროგრამებზე განაცხადების წარდგენა „Études en France“ პლატფორმის გამოყენების გარეშე ხდება:

  • უმაღლესი ტექნიკოსის სერტიფიკატი (BTS) ან პროფესიული მომზადების სერტიფიკატი (BTSA);
  • Grandes Écoles-ისთვის მოსამზადებელი კურსები (CPGE);
  • ბაკალავრის ხარისხის მეორე კურსი (L2), ბაკალავრის ხარისხის მესამე კურსი (L3), პროფესიული ბაკალავრის ხარისხი (LP), მაგისტრის ხარისხი (M1 ან M2) Campus France-ის ფორუმის არაწევრ დასებულებებში.
  • სპეციალიზებული მაგისტრის ხარისხი (Bac + 5-ის შემდეგ);
  • და ნებისმიერი სხვა წინასწარი რეგისტრაციის გზით მიღებული საკონკურსო გამოცდები, მისაღები გამოცდები ან განაცხადის მიღება დოსიეს განხილვის გზით. მაგალითად: საინჟინრო სკოლები, ბიზნეს სკოლები, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტები (IEP), ხელოვნების სკოლები, სპეციალიზებული სკოლები, სპეციალიზებული სამედიცინო მომზადების დიპლომი (DFMS) ან გაღრმავებულისპეციალიზებული სამედიცინო მომზადების დიპლომი (DFMSA) და ა.შ.

À compter de la rentrée 2020, les étudiants extra-européens qui s’inscrivent pour la première fois dans un cycle supérieur de formation à l’université en France devront s’acquitter de frais d’inscription annuel de : 2850 € en licence et 3 879 € en master. Les étudiants inscrits en doctorat ne seront pas concernés.

პლატფორმაზე რეგისტრაცია

  1. გადადით პლატფორმაზე http://pastel.diplomatie.gouv.fr/etudesenfrance თუ უკვე გაქვთ ანგარიში, შედით სისტემაში.
  2. გთხოვთ! მნიშვნელოვანია! გვერდის ბოლოში, „სხვადასხვა“ განყოფილებაში, არ დაგავიწყდეთ ასევე მონიშნოთ ველი „ვეთანხმები საფრანგეთში სწავლის შესახებ ინფორმაციის მიღებას ჩემს პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე“. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ ყველა შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით (განაცხადის დადასტურება, აკადემიური გასაუბრება, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებები, საფასურის გადახდა და ა.შ.).
  3. გაააქტიურეთ თქვენი ანგარიში მისი შექმნიდან 48 საათის განმავლობაში, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  4. დააწკაპუნეთ განყოფილებაზე „მე ვარ აპლიკანტი“.
  5. შეიყვანეთ თქვენი პირადი ინფორმაცია: პირადობის დამადასტურებელი ფოტო, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, ეროვნული პირადობის მოწმობა და ა.შ.), საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.
  6. შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენს აკადემიურ წარსულთან დაკავშირებით. სწავლის ყველა წელი უნდა იყოს დოკუმენტირებული: სწავლა, წლის გამეორება, სტაჟირება, დასაქმება, უმოქმედობა და ა.შ. თუ არ გაქვთ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გთხოვთ, დაურთოთ განმარტებითი წერილი.
  7. საჭიროებისამებრ, დაამატეთ თქვენი ფრანგული ენის სერთიფიკატები. (DELF/DALF/TCF)
  8. თუ უკვე გაქვთ განაცხადი, თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ შეცვალოთ უკვე შეყვანილი ინფორმაცია, მაგრამ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ინფორმაცია. თუ რაიმე ინფორმაციის შეცვლა გჭირდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ natia.mskhaladze@institutfrancais.ge-ს.

გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურ სახელმძღვანელოს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე Etudes en France-ზე რეგისტრაციისთვის.

პროგრამის არჩევა

„Études en France“ პლატფორმაზე შეგიძლიათ გააკეთოთ მაქსიმუმ 7 არჩევანი, მაგრამ არჩევანის რაოდენობა განსხვავდება პროგრამის მიხედვით. პლატფორმის გარეთ გაკეთებული განაცხადი არ ითვლება ამ 7 პროგრამის ლიმიტში.

გთხოვთ!

ყოველთვის წინასწარ შეამოწმოთ თითოეულ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები

  • ზოგიერთი დაწესებულება, თუნდაც „Études en France“-თან დაკავშირებული, ყოველთვის არ ახორციელებს განაცხადების მიღებას პლატფორმის მეშვეობით. მაგალითად : საინჟინრო სკოლები, ბიზნეს სკოლები, სადოქტორო სკოლები, სპეციალიზებული მაგისტრატურის პროგრამები (Bac+6), პროგრამები, რომლებიც კანიდატების მიღებას მაღალსელექციური მისაღები გამოცდებით ან შესარჩევი პროცედურებით ახორციელებენ და ა.შ.
  • ზოგიერთ დაწესებულებაში ჩარიცხვისთვის, შესაძლებელია საჭირო იყოს პარალელური ჩარიცხვის წარმოება, რომელიც მოიცავს ორმაგ რეგისტრაციას უმაღლესი დაწესებულების ვებგვერდსა და „Études en France“ პლატფორმაზე.
  • სხვა პლატფორმასთან დაკავშირებულ დაწესებულებებს შეუძლიათ გამოიყენონ „Études en France“ პლატფორმა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციისთვის, როგორც წინასაკონსულო პროცედურის ნაწილი, ვიზაზე განაცხადის შეტანამდე.

ასევე, აუცილებელია პროგრამების წინაპირობების, სასწავლო გეგმის, კარიერული პერსპექტივების, განაცხადის მოთხოვნების და ა.შ. შემოწმება. ზოგიერთი პროგრამისთვის „Études en France“ განაცხადის პროცესთან ერთად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო (ტესტები, სერტიფიცირება, მისაღები გამოცდები ან განაცხადის ცალკე განხილვა).
გთხოვთ! მას შემდეგ, რაც Campus France დაასრულებს თქვენი განაცხადის განხილვას, თქვენ არ გაქვთ უფლება შეცვალოთ პროგრამების სია. ამიტომ, თქვენი პასუხისმგებლობაა, გადაამოწმოთ ჩარიცხვის წინაპირობა.

პროგრამის ასარჩევად:

  1. დააწკაპუნეთ „მე ვავსებ ჩემი პროგრამის კალათას“
  2. დააწკაპუნეთ „პროგრამის დამატება“
  3. აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება და აირჩიეთ სასურველი პროგრამები (მაქსიმუმ 7).
  4. დაწერეთ სამოტივაციო წერილი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და არ უნდა გამოგრჩეთ.
  5. განაცხადის შევსებისა და შემოწმების შემდეგ (იხილეთ ქვემოთ), დააწკაპუნეთ „მე ვაგზავნი ჩემს განაცხადს Campus France-ში“ და მონიშნეთ უჯრები
  6. გადაიხადეთ განაცხადის საფასური (თუ არ ხართ გათავისუფლებული). 300 ლარი უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე.
    გთხოვთ, გადახდის სათაურის ველში მკაფიოდ მიუთითოთ „სწავლა საფრანგეთში“.
    გთხოვთ, გადახდის სათაურის ველში მკაფიოდ მიუთითოთ „სწავლა საფრანგეთში“.
  7. ამ საფასურის გადახდის შემდეგ, Campus France-ის გუნდი განიხილავს თქვენს განაცხადს დადასტურებისთვის. თუ თქვენი განაცხადი არასრულია, ის არ დადასტურდება და დაგიბრუნდებათ კორექტირებისთვის (ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი ელ.ფოსტის მონიტორინგი). მას შემდეგ, რაც თქვენი განაცხადის განხილვა დასრულდება Campus France-ის მიერ, თქვენ მიიღებთ გასაუბრებაზე მოწვევას.
  8. ყველა აპლიკანტი, რომლის განაცხადიც დამტკიცდა Campus France-ის მიერ, მიწვეული იქნება აკადემიურ გასაუბრებაზე. თქვენი სასწავლო გეგმის Campus France-ში წარდგენა გადამწყვეტი ნაბიჯია. ეს გასაუბრება გაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ თქვენი პირადი პროექტი, ახსნათ თქვენი არჩევანი და მოტივაცია. ამიტომ, წინასწარ უნდა მოემზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებით. შემდეგ აკადემიურ გასაუბრებაზე მიგიწვევენ ელექტრონული ფოსტით (თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა). გთხოვთ, გაითვალისწინოთ! ორგანიზაციული მიზეზების გამო, დაგვიანება დაუშვებელია. აკადემიური გასაუბრების შემდეგ, აპლიკანტის ფაილი პირდაპირ ელექტრონულად იგზავნება შერჩეულ დაწესებულებებში.
  9. რეგულარულად შედით სისტემაში, რათა თვალყური ადევნოთ დაწესებულებების პასუხებს. ისინი თქვენს განაცხადებს მხოლოდ “Études en France” პლატფორმის მეშვეობით უპასუხებენ.
  10. დაწესებულებისგან ერთი ან მეტი ჩარიცხვის მიღების შემდეგ, თქვენი საბოლოო არჩევანი დაადასტურეთ “Études en France” ანგარიშში. ჩამოტვირთეთ თქვენი საბოლოო წინასწარი რეგისტრაციის სერტიფიკატი. შემდეგ დაამოწმებინეთ Campus France-ს ბეჭდით მის დასადასტურებლად.
    თუ დაწესებულებისგან დადებით პასუხს ვერ მიიღებთ, სამწუხაროდ, პროცესი ამ ეტაპზე მთავრდება. Campus France Georgia-ს ოფისს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება თქვენი განაცხადის მიღებასთან ან უარყოფასთან დაკავშირებით. „Etudes en France“ პროცედურა და განაცხადის საფასურის გადახდა არ იძლევა დაწესებულებაში მიღების გარანტიას. განაცხადის საფასური არ დაგიბრუნდებათ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

ჩარიცხვის პროცედურა პლატფორმის გარეშე

უმაღლეს დაწესებულებებში, რომლებიც არ არიან Campus France-ის ფორუმის წევრი, ჩარიცხვა Études en France-ის პლატფორმის გამოყენების გარეშე, პირდაპირ დაწესებულებებთან ან სხვა პლატფორმის (მაგ.Parcoursup) მეშვეობით ხდება. (გარდა ბაკალავრიატის პირველი კურსისა (L1) და ტექნოლოგიების ბაკალავრის პირველი კურსისა (BUT), რომლებზედაც განაცხადის გაკეთება Études en France პლატფორმის მეშვეობით ხდება).

Études en France და Parcoursup ორი სხვადასხვა პლატფორმაა, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულნი, თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად შეიტანოთ განაცხადი ერთსა და იმავე პროგრამაზე(თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამაზე განაცხადის შეტანა).

მაშინაც კი, თუ იპოვით პროგრამას, რომელიც არ არის Études en France-ის პლატფორმაზე, თქვენ მაინც დაგჭირდებათ ამ პლატფორმის გამოყენება წინასაკონსულო პროცედურებისთვის.