დაფინანსების პროგრამები

???

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲐᲡ ᲣᲬᲔᲕᲡ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲣᲚᲘᲐ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲙᲔᲠᲫᲝᲓ :

  • ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲗᲐᲜᲐᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲣᲚ ᲡᲐᲛᲐᲒᲘᲡᲢᲠᲝ ᲡᲐᲡᲢᲘᲞᲔᲜᲓᲘᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲡ (FRANCE EXCELLENCE).
  • ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲡ ᲓᲝᲥᲢᲝᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ;
  • ᲔᲥᲘᲛᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲡ;

ᲐᲛ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲥᲕᲔᲛᲝᲗ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲘᲚᲘ, ᲓᲐᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ ᲜᲐᲗᲘᲐ ᲛᲡᲮᲐᲚᲐᲫᲔᲡ :

natia.mskhaladze@institutfrancais.ge

FRANCE EXCELLENCE

ეს პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურის საფეხურზე საფრანგეთში (ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე) და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხი, ამავდროულად გააფართოვონ თავიანთი აკადემიური და პროფესიული ქსელი სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები ვალდებულნი არიან დაბრუნდნენ და 3 წლის განმავლობაში დაჰყონ საქართველოში, და სამი წლის განმავლობაში დასაქმდნენ იმ სფეროში, რომელშიც მიიღეს აკადემიური მაგისტრის ხარისხი.

სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს :

  • ყოველთვიური სტიპენდიას
  • ადგილის უნივერსიტეტის რეზიდენციაში
  • უნივერსიტეტში რეგისტრაციის საფასურისგან გათავისუფლებას
  • სოციალურ დაზღვევას
  • ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უნივერსიტეტში რეგისტრაციისა და ვიზის მისაღებად

მონაწილეობის პირობები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელ კურსზე მყოფი კანდიდატი
  • არაუმეტეს 30 წელი.
  • ფრანგულ ან ინგლისური ენის კომპეტენცია (მინიმუმ B2 დონის)
  • საშუალო ქულა (GPA) 3.0 (საშუალო ქულა 15/20 ).

განაცხადების მიღების შემდეგი ვადა გამოცხადდება აქ: https://iec.gov.ge/

მოქმედი და მომავალი ექიმებისთვის

DFMS-DFMSA

ეს პროგრამა საშუალებას აძლევს უცხოელ ექიმებსა და ფარმაცევტებს, რომლებსაც აქვთ საკუთარ ან დიპლომის გამცემ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის უფლება, ისარგებლონ ანაზღაურებადი სამედიცინო სტაჟირებით (DFMS-DFMSA).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: DFMS/A – Faculté de médecine, maïeutique et sciences de la santé – Université de Strasbourg

უცხოელი კანდიდატებისთვის ფარმაცევტული რეზიდენტურის გამოცდა

უცხოელი კანდიდატებისთვის ფარმაცევტული რეზიდენტურის გამოცდა სამი ნაწილისგან შედგება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფარმაცევტებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრი სახელმწიფოების, შვეიცარიის კონფედერაციის ან ანდორას სამთავროს მოქალაქეები და რომლებსაც აქვთ დიპლომი, რომელიც მათ ფარმაცევტული საქმიანობის უფლებას აძლევს იმ თავიანთ ქვეყანაში, ამ იმ სახელმწიდოში, სადაც დიპლომი მიიღეს.

გამოცდის პროცედურების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ უცხოელი კანდიდატებისთვის ფარმაცევტული რეზიდენტურის გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაცია : Concours d’internat de pharmacie à titre étranger (PHA-ET) | Le CNG

BOURSE DOCTORALE

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (UFG), საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით, ორთვიან სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან დაკავშირებულ დოქტორანტებს.

განაცხადების გასაგზავნად დაუკავშირდით ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, ქალბატონ ევა ბერტრანთან: eva.bertrand@fgu.ge და ქალბატონ ნატო ჭუჭულაშვილს.

  • Les formulaires « Curriculum vitae » et « Projet de recherche du candidat » dûment complétés (à télécharger).
  • Une lettre d’invitation du directeur d’une unité de recherche française qui s’engage à accueillir le doctorant géorgien au sein de ses équipes pour une durée de deux mois.
  • Une copie du passeport disposant d’une période de validité de 6 mois après la fin du séjour d’études envisagé en France

Les dossiers doivent être présentés en français ou en anglais. Ils seront jugés sur leur qualité scientifique, la faisabilité et la pertinence du séjour de recherche envisagé pour la réalisation du projet de recherche. La maîtrise du français est un plus.

Les dossiers de candidature sont adressés à la coordinatrice de l’Université franco-géorgienne, Mme. Eva Bertrand : eva.bertrand@fgu.ge avec copie à Mme Nato Chuchulashvili nato.chuchulashvili@fgu.ge.

L’UFG demande aux doctorants ayant bénéficié de la bourse de fournir un rapport écrit sur leur mission dans les trois mois suivant leur retour en Géorgie. De plus, les bénéficiaires de la bourse pourront être sollicités afin de présenter leur recherche dans le cadre d’événements organisés par l’UFG et ses partenaires. Les bénéficiaires pourront fournir un « working paper » qui pourra être publié sur le site de l’UFG.

კვლევითი სტიპენდია

2021 წელს დაარსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პოსტ-დოქტორანტურის მობილობის გრანტების პროგრამა ყოველწლიურად აფინანსებს ორი ქართველი მკვლევრის ერთთვიან სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში. IFG-ის მიზანია პოსტდოქტორანტურის მობილობის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს ფრანგ და ქართველ მკვლევრებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას. საბოლოო ჯამში, ეს საფუძველს ჩაუყრის უფრო მასშტაბურ ორმხრივ ან მრავალმხრივ თანამშრომლობის პროექტებს, როგორიცაა CNRS-ის სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტები ან Horizon Europe-ის ინიციატივები. ყველა სამეცნიერო სფეროა დასაშვები.

კვლევითი მობილობის დაფინანსების პროგრამა მოიცავს:

  • ყოველთვიურ სტიპენდიას 2 000 € ოდენობით
  • საფრანგეთში ორმხრივი ავიაბილეთის ანაზღაურება 500 ევრომდე.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • საქართველოში ან სხვა ქვეყანაში 12 წლის განმავლობაში მოპოვებული დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი
  • დეტალური რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე
  • რეკომენდაციის წერილი, ხელმოწერილი მასპინძელი დაწესებულების ან მოწვეული მკვლევრის ხელმძღვანელის მიერ
  • კვლევითი პროექტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რუსთველის ფონდის ონლაინ განაცხადის ფორმაში, ინგლისურ (ან ფრანგულ) და ქართულ ენებზე. ამ წინადადებაში უნდა იყოს მითითებული სამეცნიერო მიდგომა, მიზნები და კვლევითი ვიზიტის მოსალოდნელი შედეგები, ასევე მასპინძელ დაწესებულებაში დაგეგმილი კვლევითი საქმიანობის ვადები. ასევე საჭიროა ყველა სამეცნიერო და აკადემიური პუბლიკაციის სია. საუკეთესო განაცხადებს შეარჩევს ფრანგი და ქართველი მკვლევრებისგან შემდგარი ჟიური.

საუკეთესო კანდიდატებს შეარჩევს ფრანგი და ქართველი მკვლევარებისგან შემდგარი ჟიური.

სხვა სტიპენდიები

ეიფელის სტიპენდიის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რათა ფრანგულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე.

France Excellence Eiffel

ეიფელის სტიპენდიის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რათა ფრანგულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე.

მისი მიზანია, მოამზადოს მომავალი უცხოელი გადაწყვეტილების მიმღები პირები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სწავლის პრიორიტეტულ სფეროებში და წაახალისოს 27 წლამდე ასაკის საერთაშორისო სტუდენტების განაცხადები მაგისტრატურის, ხოლო 32 წლამდე ასაკის კანდიდატები დოქტორანტურის საფეხურისთვის.

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სწავლების პრიორიტეტული სფეროები

ეიფელის სტიპენდიების ორი ძირითადი სასწავლო მიმართულება მოიცავს შემდეგ შვიდ ქვე-მიმართულებას:

  • Sciences et techniques: 
    • ბიოლოგია და ჯანდაცვა
    • ეკოლოგიური გარდაქმნა
    • მათემატიკა და ციფრული ტექნოლოგიები
    • საინჟინრო მეცნიერებები
  • Sciences humaines et sociales: 
    • ფრანგული ისტორია, ენა და ცივილიზაცია
    • სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები
    • ეკონომიკა და მენეჯმენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-france-excellence-eiffel

  • Campus Bourse – სასწავლო სტიპენდიების კატალოგი

ბაკალავრის ხარისხიდან პოსტდოქტორულ პროგრამებამდე, კატალოგი წარმოადგენს სამთავრობო ინსტიტუტების, ადგილობრივი ხელისუფლების, კომპანიების, ფონდებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებულ დაფინანსების პროგრამებს.
იხილეთ

En France, le gouvernement français prend en charge les frais de scolarité de tous les étudiants internationaux. L’Espace Campus France de Tbilissi est à votre disposition pour vous aider à trouver les moyens pour financer les frais de votre séjour !

  • Erasmus + სტიპენდიები

Erasmus+ პროგრამა საქართველოში სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი საფრანგეთში სწავლის ან კვლევისთვის. გრანტის ოდენობა განსხვავდება სასწავლო საფეხურის მიხედვით.

სტუდენტი ხართ? მიმდინარე პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს უნივერსიტეტს. თითოეული უმაღლესი დაწესებულება ადგენს საკუთარ პროცედურებსა და გრაფიკს. დაუკავშირდით თქვენს დაწესებულებაში არსებულ საერთაშორისო ოფისს ან Erasmus+ სააგენტოს საქართველოში, რომელიც გაცნობებთ ამ გრანტის მისაღებად საჭირო ნაბიჯების შესახებ:

ელ. ფოსტა: erasmus.georgia@gmail.com
ვებგვერდი : erasmusplus.org.ge

გაეცანით ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიებსა და სტაჟირების გრანტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ/იმუშაოთ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ სხვა ფრანგულენოვან ქვეყნებშიც!

იხილეთ AUF-ის ვებგვერდი