პროგრამის არჩევა

რამდენიმე ინსტრუმენტი დაგეხმარებათ აირჩიოთ სასწავლო პროგრამა, რომელიც შეესაბამება თქვენს საფეხურს და სწავლის სფეროს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში. კერძოდ Campus France-ის ონლაინ კატალოგები.

საბაკალავრო პროგრამები (BAC+1, BAC+2, BAC+3)

საფრანგეთში ბაკალავრის ხარისხი (ლისანსი) არის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, (Bac+3), რომელიც ხელმისაწვდომია ატესტატის მიღების შემდეგ. მის მოპოვებას სამი აკადემიური წელი სჭირდება და 180 (ECTS) სასწავლო კრედიტის შეადგენს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლა სამაგისტრო საფეხურზე გააგრძელონ.
საერთაშორისო სტუდენტებმა, მათ შორის ქართველმა კანდიდატებმა საფრანგეთის უნივერსიტეტში ბაკალავრის პირველ კურსზე ჩასარიცხად, უნდა შეავსონ DAP (Demande d’Admission Préalable) (წინასწარი მიღების განაცხადი). ხელმისაწვდომი პროგრამების სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ კატალოგს. https://cataloguelm.campusfrance.org/licence/#/catalog.

სამაგისტრო პროგრამები (BAC+4, BAC+5)

მაგისტრატურის პროგრამები (BAC+4, BAC+5) სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვინ მაგისტრის აკადემიური ხარისხი, რომელთა მიღებაც შესაძლებელია 3 აკადემიური წლის შემდეგ (Bac+3) .საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხური წარმოადგენს ორ აკადემიურ სასწავლო წელს, რომელიც დადასტურებულია 120 (ECTS) სასწავლო კრედიტით.

წინა აკადემიური გამოცდილებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ პირდაპირ ჩაირიცხონ მაგისტრატურაში სპეციალიზაციის ერთ ან ორ წლის დასასრულებლად. სპეციალიზებული სამაგისტრო ხარისხები (დამოწმებული Conférence des Grandes Écoles-ის მიერ) და MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი) შეესაბამება პოსტ -მაგისტრატურის სპეციალიზაციის დამატებით წელს, ანუ სწავლის მეექვსე წელს.

სპეციალიზებული სამაგისტრო ხარისხები (დამოწმებული Conférence des Grandes Écoles-ის მიერ) და MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი) შეესაბამება პოსტ -მაგისტრატურის სპეციალიზაციის დამატებით წელს, ანუ სწავლის მეექვსე წელს.

შეგიძლიათ გაეცნოთ მაგისტრატურის კატალოგს.

https://cataloguelm.campusfrance.org/master/#/catalog?lang=fr

ინგლისურენოვანი პროგრამები საფრანგეთში

გსურთ დაიწყოთ ან გააგრძელოთ სწავლა ინგლისურ ენაზე საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?

გაეცანით Programs Taught in English კატალოგს, რომელიც ინგლისურ ენაზე და 1600-ზე მეტი მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამას აერთიანებს.

https://taughtie.campusfrance.org/tiesearch/#/catalog

სახელოვნებო და არქიტექტურის პროგრამები

CampusArt არის ჩარიცხვების ციფრული პლატფორმა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა საგარეო საქმეთა, უმაღლესი განათლებისა და კულტურის სამინისტროებს შორის პარტნიორობით. ის საშუალებას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს, განაცხადი გააკეთონ ხელოვნების, დიზაინის, მოდის, მუსიკისა და არქიტექტურის სხვადასხვა პროგრამაზე.

თუ დაინტერესებული ხართ ხელოვნების ან არქიტექტურის მიმართულების სასწავლო პროგრამებით, შეგიძლიათ გაეცნოთ CampusArt-ის კატალოგს.

Lien : https://www.campusart.org/

შენიშვნა
2020 სასწავლო წლიდან, არაევროპელმა სტუდენტებმა, რომლებიც პირველად ჩაირიცხებიან საფრანგეთის სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში, უნდა გადაიხადონ წლიური რეგისტრაციის საფასური 2,850€ საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 3,879€ ევრო სამაგისტრო საფეხურზე.
რეგისტრაციის საფასურის გადახდა არ ეხება სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.