კვლევა

კველვითი მობილობა

შესაძლებელია კვლევითი მობილობის განხორციელება ფრანგულ საუნივერსიტეტო დაწესებულებებში. მობილობა საშუალებას აძლევს დოქტორანტს საკუთარი წვლილი შეიტანოს კვლევასა თუ ტექნოლოგიურ განვითარებაში.

მობილობების შესაძლებლობები :

ფრანგული ენის ფლობა სავალდებულო არ არის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: Je ne parle pas français, puis-je faire mon doctorat en France ? | Campus France ).

დაფინანსება

კანონი უფლებას აძლევს დაწესებულებებს უზრუნველყონ დამატებითი დაფინანსეის მობილიზება კვლევითი მობილობისთვის, თუმცა ეს სავალდებულო არ არის. კვლევითი დაფინანსება არ არის ხელფასი. დამატებითი ინფორმაცია: Puis-je faire mon doctorat avec une bourse ? | Campus France და Loi de programmation de la recherche : ce qui change pour les chercheurs internationaux | Campus France).

ყოველწლიურად, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გასცემენ ერთობლივ პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტს ქართველი მეცნიერებისთვის, საფრანგეთში კვლევის განსახორციელებლად ერთი თვის განმავლობაში. (დამატებითი ინფორმაცია: Bourses de recherche | Institut français de Géorgie).

სადოქტორო საფეხურზე დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ეიფელის სტიპენდიის ფარგლებში (დამატებითი ინფორმაცია: Le programme de bourses France Excellence Eiffel | Campus France).

ვიზა და სოციალური უზრუნველყოფა

მობილობის დაფინანსების ტიპის მიხედვით, კანდიდატები მოიპოვებენ სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას, როგორცაა “Passeport Talent”, ან სტუდენტური ბინადრობის ნებართვას. საფრანგეთში ყოფნისას, მკვლევრებს შეუძლიათ ისარგებლონ სოციალური უზრუნველყოფის გარკვეული პაკეტით.

დამატებითი ინფორმაციისთვის : Loi de programmation de la recherche : ce qui change pour les chercheurs internationaux | Campus France)

დოქტორანტურა საფრანგეთში

საფრანგეთში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად, კანდიდატს მიღებული უნდა ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი (300 ECTS) კვლევის გამოცდილებით. ასევე, მოპოვებული უნდა ჰქონდეს დაფინანსება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში (1700 € net/თვეში მინიმუმი, 2100 € brut) და ფრანგული და/ან ინგლისური ენის კომპტენცია C1 დონე. შესაძლოა, დამატებით, მოთხოვნილი იყოს სხვა კრიტერიუმები, ვინაიდან თითოეულ სადოქტორო სკოლას აქვს საკუთარი რეკრუტირების პოლიტიკა და პროცესი სელექციურია.

ყურადღება: ზოგიერთი სკოლა (მათ შორის უნივერსიტეტები) სთავაზობს „ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურას“ (DBA). ეს დიპლომები არ არის დოქტორანტურის საფეხური და არ არის აღიარებული საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ.

მიმღები ლაბორატორიის ან კვლევითი დაწესებულების მოსაძიებლად, იხილეთ: La Recherche en France – Annuaire des Ecoles Doctorales

რამდენიმე რჩევა :

უმჯობესია, გაითვალისწინოთ და განსაზღვროთ შემდეგი ფაქტორები თქვენი პროექტისთვის:

  • ლაბორატორიები/სადოქტორო სკოლები, სადაც ერთობლივი სადოქტორო პროგრამები და თანახელმძღვანელობა იგივე cotutelle აქტიურად არის დანერგილი.
  • საფრანგეთთან არსებული და განვითარებული სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროები
  • ლაბორატორიები/სადოქტორო სკოლები, რომლებშიც მკვლევრები თქვენთვის საინტერესო თემატიკაზე მუშაობენ.
  • არ გააკეთოთ განაცხადი ისეთ სადისერტაციო თემაზე, რომელიც უკვე ღრმად არის შესწავლილი.

ჩარიცხვის შანსების გასაუმჯობესებლად, სასურველია:

  • უკვე მოპოვებული გქონდეთ მაგისტრის ხარისხი საფრანგეთში (ან მხოლოდ ერთი წელი მაგისტრატურაში)
  • იპოვოთ დაფინანსება (იხილეთ განყოფილება „სტიპენდიები“)
  • შეადგინოთ ორ გვერდიანი CV, პუბლიკაციების მაქსიმალური ჩამონათვალით.