IF profs
თქვენ ხართ ფრანგული ენის მასწავლებელი ან ასწავლით რომელიმე სხვა საგანს ფრანგულად?
მუშაობთ განათლების სფეროში ფრანგულენოვანი მიმართულებით როგორც პედაგოგიური კოორდინატორი, ტრენერი, მედიათეკარი, კურსების დირექტორი, უნივერსიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სასწავლო დაწესებულების დირექტორი?
ხართ სტუდენტი და მომავალში აპირებთ ფრანგული ენის სწავლებას?
შემოგვიერთდით IFprofs-ზე!
შექმენით თქვენი პროფილი IFprofs-ზე (pays – Géorgie), შეუერთდით ფრანგულენოვანი განათლების პროფესიონალების ერთიანობას საქართველოსა და მთელს მსოფლიოში.
IFprofs-ის წყალობით, გაამარტივეთ და გაამდიდრეთ თქვენი პროფესიული ყოველდღიურობა!
- მოიგეთ დრო შემოთავაზებული თემატური რესურსების წყალობით
- განავითარეთ პროფესული კომპეტენციები ტრენინგებისა და ვებინარების წყალობით
- გაუზიარეთ ინფორმაცია და რჩევები კოლეგებსა და თანამოაზრეებს
გაიარეთ უფასო რეგისტრაცია : აქ
თუ გსურთ თქვენს სასწავლო დაწესებულებაში პლატფორმის პრეზენტაციის სურვილის შემთხვევაში, მოგვმართეთ წერილობით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს მისამართზე:
IFprofs საქართველოს ანიმატორები:
ქეთევან ქურციკიძე
საქართელოს ფრანგული ინსტიტუტი
ელფოსტა : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge
მირანდა ლომიძე
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ)
ელფოსტა: mirandalomidze@gmail.com
მაკა ნადარეიშვილი
საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ელფოსტა : maka.nadareishvili@gmail.com
IFprofs საქართველოს პარტნიორები :
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
- საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია (AGPF)
- აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია (APFA)
Cité internationale de la langue française
აღმოაჩინეთ ფრანგულ ენისა და ფრანკოფონური კულტურებისადმი მიძღვნილი კულტურის კერა La Cité internationale de la langue française ოტ-დე-ფრანსის რეგიონში მდებარე ვილერ-კოტერეს სასახლეში.
მკითხველების ჩემოდანი
ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა სკოლებს სთავაზობს ოთხ «მკითხველების ჩემოდანს» წიგნებით მოზარდებისთვის: შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურას, რომანებს, ალბომებს, კომიქსებს, ყველა სახის წიგნს პატარა მკითხველებისთვის. თითოეული ჩემოდანი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დარჩება სკოლის ბიბლიოთეკაში სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდის შემდეგ კვლავ მედიათეკას დაუბრუნდება. თითოეულ ჩემოდანში 50 ილუსტრირებული ფრანგული წიგნია. სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ წიგნებით სკოლაშივე ან სასურველი ლიტერატურა შინ გაიტანონ.
გაეცანით «მკითხველების ჩემოდნის» წიგნებს.
Culturethèque
Culturethèque – კულტურთეკა ფრანგული ინსტიტუტის ციფრული მედია ბიბლიოთეკაა. აქ ათასობით რესურსია ხელმისაწვდომი!

TV5 monde
ფრანგული ენის მოყვარული ხართ თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე? აღმოაჩინეთ TV5MONDE Langue Française-ის სამყარო.

RFI
ისწავლეთ ფრანგული რადიო RFI-ის საერთაშორისო სიახლეების გაცნობით. პოდკასტები და პრაქტიკული სავარჯიშოები ფრანგულის შესასწავლად ყველა დონისთვის ვებგვერდზე
Le plaisir d’apprendre
აღმოაჩინეთ პედაგოგიური მარგალიტები ვებგვერდზე CAVILAM – Alliance Française
