ფრანკოფონიის თვე
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის, ბელგიის, კანადისა და რუმინეთის საელჩოებთან ერთად საქართველოში, ასევე ფრანკოფონიის ძირითადი აქტორები (ასოციაციები, სკოლები, უნივერსიტეტები), ყოველწლიურად, მარტის თვის განმავლობაში აღნიშნავენ ფრანგულ ენას და ფრანკოფონიას!
პროგრამა გთავაზობთ მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს (კინო, ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი, დებატები, კონფერენციები, კონკურსები).
დამატებითი ინფორმაცია
ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღე
„ფრანგული ენის მასწავლებლის დღე“ აერთიანებს ფრანგულის, როგორც უცხო ენის და ასევე ბილინგვური სექციების მასწავლებლებს მთელს მსოფლიოში.
მიზანი: ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, პროფესიის წარმომადგენლებს შორის სოლიდარული კავშირების გაძლიერება აქტივობებისა და ღონისძიებების მეშვეობით. ეს არის დღე, როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, იკრიბებიან მეგობრული გარემოში და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებასა და პრაქტიკას.
ორგანიზება: დღის ორგანიზებას კოორდინაციას უწევს ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაცია (FIPF). თითოეულ ქვეყანაში ეროვნული საორგანიზაციო კომიტეტი აერთიანებს ინსტიტუციებსა და კერძო პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან ფრანგული ენისა და ფრანგულ ენაზე სწავლებაში. საქართველოში პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია.
თარიღი: ყოველწლიურად აღინიშნება ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს.
ენების ევროპული დღე
ენების ევროპული დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება. ის ევროპის საბჭოს ინიციატივით შეიქმნა და აღინიშნება ევროკავშირთან ერთად.
მიზნები: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენების შესწავლის მნიშვნელობისა და შესწავლილი ენების მრავალფეროვნებაზე, ევროპის კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობა და სწავლის წახალისება როგორც სასკოლო სივრცეში, ასევე მის გარეთ.
ორგანიზება: საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით. დღის აღსანიშნად, საქართველოს სკოლებში იმართება ღონისძიებები: შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები, ენების აღმოჩენის სახელოსნოები, კონკურსები, თამაშები, კონფერენციები და ა.შ.
ორგანიზატორები სკოლებს სთავაზობენ, შეურთდნენ ღონისძიებას, რათა მოსწავლეები ჩაერთონ პროექტებში და ინფორმაცია მიიღონ ენობრივი მრავალფეროვნების სიმდიდრის შესახებ.
