ფრანგული ენის მასწავლებელთა ტრენინგი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობის მემორანდუმის ფარგლებში, ფრანგულის, როგორც უცხო ენის მასწავლებლებს რეგულარულად სთავაზობს ტრენინგებს ფრანგულის, როგორც უცხო ენის (FLE) დიდაქტიკასა და პედაგოგიური პრაქტიკაში. აღნიშნული ტრენინგების დასრულების შემდეგ გაცემული სერტიფიკატები აღიარებულია ადგილობრივი განათლების სისტემის მიერ.Les certificats délivrés à l’issue des formations sont reconnus par le système éducatif local.
სტაჟირება საფრანგეთში
საქართველოში ორგანიზებული ტრენინგების გარდა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მასწავლებლებს სთავაზობს საფრანგეთში სტაჟირების შესაძლებლობას. ფრანგული ენის მასწავლებლების პროფესიული წინსვლისა და ფრანგულის, როგორც უცხო ენის დიდაქტიკასა და პედაგოგიურ პრაქტიკაში მიღებული ცოდნის გავრცელების მიზნით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მხარს უჭერს ფრანგული ენის მასწავლებლების მოსაწილეობას პედაგოგიურ ტრენინგებში საფრანგეთში (BELC ზაფხულის კურსები, კურსები CAVILAM-Vichy-ში) ან დისტანციურად (BELC ზამთრის კურსები, ზაფხულის უნივერსიტეტები, ციფრული კამპუსები), ასევე კონფერენციებსა და სემინარებში.
საქართველოში მომუშავე ყველა ფრანგული ენის მასწავლებელს შეუძლია ამ პროგრამებზე განაცხადის შეტანა, მათი სამუშაო სასწავლო დაწესებულების მიუხედავად.
