
2020 წლიდან, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (UFG) ქართველ სტუდენტებს ფრანგული განათლების საქართველოში მიღების შესაძლებობას სთავაზობს ხელსაყრელი პირობებით.
სასწავლო პროგრამებს ფრანგი და ქართველი პროფესორები უძღვებიან. UFG-ს დასრულების შემდეგ კი, თითოეული სტუდენტი ორ დიპლომს ეუფლება: ერთს გასცემს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მეორეს კი – ფრანგული.
UFG ყურადღებას საქართველოს ეკონომიკის ძირითად სექტორებზე ამახვილებს, რათა მოამზადოს საერთაშორისო გამოცდილებისა და უნარების მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც მოთხოვნადი არიან შრომის ბაზარზე. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, ასევე, გთავაზობთ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს საფრანგეთში მობილობას და პროფესიული სტაჟირების გავლის შესაძლებლობას პარტნიორ კომპანიებში საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
ამჟამად, ფრანგულ -ქართულ უნივერსიტეტი სამ სასწავლო პროგრამას სთავაზობს:
- აგრო-სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული ბაკალავრის ხარისხი (რენის უნივერსიტეტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
პროგრამა მიზნად ისახავს რძის პროდუქტების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. სასწავლო გეგმა მოიცავს 16-კვირიან სტაჟირებას სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
სასწავლო პროგრამა ოთხი წელი გრძელდება: პირველი სამი წელი სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობს, მეოთხე წელი კი – ინგლისურ ენაზე. სტუდენტები ბაკალავრის ორმაგ ხარისხს მოიპოვებენ: ერთ დიპლომს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გასცემს, მეორეს კი – რენის უნივერსიტეტი, რაც მათ გზას გაუხსნის ევროპის თუ სხვა საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.
- კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი (პარიზის საკლეს უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ეს პროგრამა მიმართულია სხვადასხვა პროფილის სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერებების პროფესიის საფუძვლების თავისი მრავალფეროვნებით გადაცემას და სტუდენტებისთვის სწრაფად ცვალებად სფეროში ადაპტაციის უნარის განვითარებას.
პროგრამა სამი წელი გრძელდება. ერთი სემესტრი პარიზის საკლეს უნივერსიტეტში მიმდინარეობს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მობილობის დაფინანსებას უწყობს ხელს.
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სტუდენტები იღებენ როგორც ფრანგული ბაკალავრის ხარისხს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით პარიზის საკლეს უნივერსიტეტიდან, ასევე ბაკალავრის ხარისხს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
- მევენახეობისა და ენოლოგიის მაგისტრის ხარისხი (Institut Agro Montpellier- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
ეს სამაგისტრო პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიძინონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები მევენახეობის, მეღვინეობის, ენოლოგიისა და ღვინის ბიზნესის მიმართულებით.
პროგრამა სრულად ინგლისურენოვანია, ფრანგული ენის შესწავლის შესაძლებლობით.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ ხარისხს: მაგისტრის ხარისხს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ევროპულ მაგისტრის ხარისხს Institut Agro Montpellier (Vinifera)-დან. ორი მაგისტრის ხარისხი სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლა საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელონ.
ვებგვერდი : www.fgu.ge
Facebook გვერდი : https://www.facebook.com/frenchgeorgianuni/
