ᲛᲝᲘᲞᲝᲕᲔᲗ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲐ ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲨᲘ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲐᲡᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲚᲐᲓ!
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე დაფინანსების პროგრამას, რომელიც განსაზღვრულია ქართველი სტუდენტებისთვის და მკველევრებისთვის, კერძოდ :
- საქართველოს მთავრობასთან თანადაფინანსებულ სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამას (FRANCE EXCELLENCE).
- კვლევითი გრანტების პროგრამას დოქტორანტებისთვის.
- ექიმებისა და მედიცინის სტუდენტებისთვის განკუთვნილ პროგრამებებს.
FRANCE EXCELLENCE
France Excellence-ის სასტიპენდიო პროგრამა თანადაფინანსებულია საქართველოს მთავრობასთან ერთად. ის საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ საფრანგეთში, მაგისტრატურის საფეხურზე (ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე) და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხი. ამავდროულად, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური და პროფესიული ქსელი. სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები ვალდებულნი არიან დაბრუნდნენ საქართველოში, 3 წლის განმავლობაში დაჰყონ და დასაქმდნენ ადგილზე იმ სფეროში, რომელშიც მიიღეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს :
- ყოველთვიური სტიპენდიას
- ადგილის საუნივერსიტეტო რეზიდენციაში
- უნივერსიტეტში რეგისტრაციის საფასურისგან გათავისუფლებას
- სოციალურ დაზღვევას
- ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უნივერსიტეტში რეგისტრაციისა და ვიზის მისაღებად
მონაწილეობის პირობები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელ კურსზე მყოფი კანდიდატი
- არაუმეტეს 30 წელი.
- ფრანგული ან ინგლისური ენის კომპეტენცია (მინიმუმ B2 დონის)
- საშუალო ქულა (GPA) 3.0 (საშუალო ქულა 15/20 ).
დეტალური ინფორნაციისთვის იხილეთ
მოქმედი და მომავალი ექიმებისთვის
DFMS-DFMSA
DFMS-DFMSA პროგრამა საშუალებას აძლევს უცხოელ რეზიდენტურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე იმ ექიმებსა და ფარმაცევტებს, რომლებსაც საკუთარი ან დიპლომის გამცემ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის უფლება აქვთ, ისარგებლონ ანაზღაურებადი სამედიცინო სტაჟირებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: DFMS/A – Faculté de médecine, maïeutique et sciences de la santé – Université de Strasbourg
უცხოელი კანდიდატებისთვის ფარმაცევტული რეზიდენტურის გამოცდა
უცხოელი კანდიდატებისთვის რეზიდენტურის გამოცდა ფარმაციაში სამი ნაწილისგან შედგება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფარმაცევტებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრი სახელმწიფოების, შვეიცარიის კონფედერაციის ან ანდორას სამთავროს მოქალაქეები და აქვთ დიპლომი, რომელიც მათ ფარმაცევტული საქმიანობის უფლებას აძლევს იმ ქვეყანაში, სადაც დიპლომი მიიღეს.
გამოცდების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ უცხოელი კანდიდატებისთვის ფარმაციის რეზიდენტურის გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაცია: Concours d’internat de pharmacie à titre étranger (PHA-ET) | Le CNG
სადოქტორო სტიპენდია
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (UFG), საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით, ორთვიან სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში ჩარიცხულ დოქტორანტებს.
განაცხადების გასაგზავნად დაუკავშირდით ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, ქალბატონ ევა ბერტრანთან: eva.bertrand@fgu.ge და ქალბატონ ნატო ჭუჭულაშვილს nato.chuchulashvili@fgu.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ : https://www.fgu.ge/recherche/
კვლევითი სტიპენდია
2021 წელს დაარსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პოსტდოქტორანტურის მობილობის გრანტების პროგრამა, ყოველწლიურად აფინანსებს ორი ქართველი მკვლევრის ერთთვიან სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში. IFG-ის მიზანია პოსტდოქტორანტურის მობილობის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს ფრანგ და ქართველ მკვლევრებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა, რაც საფუძველს ჩაუყრის უფრო მასშტაბურ, ორმხრივ ან მრავალმხრივ თანამშრომლობის პროექტებს, როგორიცაა CNRS-ის სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტები ან Horizon Europe-ის ინიციატივები. პროგრამა მოიცავს ყველა სამეცნიერო სფეროს.
კვლევითი მობილობის დაფინანსების პროგრამა აფინანსებს:
- ყოველთვიურ სტიპენდიას 2 000 € ოდენობით
- საფრანგეთში ორმხრივი ავიაბილეთის ანაზღაურება 500 ევრომდე.
განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები:
- საქართველოში ან სხვა ქვეყანაში 12 წლის განმავლობაში მოპოვებული დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი
- დეტალური რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე
- მოწვევის წერილი, ხელმოწერილი მასპინძელი დაწესებულების ან ხელმძღვანელის მიერ
- კვლევითი პროექტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რუსთველის ფონდის ონლაინ განაცხადის ფორმაში, ინგლისურ (ან ფრანგულ) და ქართულ ენებზე. აქ მითითებული უნდა იყოს სამეცნიერო მიდგომა, მიზნები და კვლევითი ვიზიტის მოსალოდნელი შედეგები, ასევე მასპინძელ დაწესებულებაში დაგეგმილი კვლევითი საქმიანობის ვადები. აგრეთვე, საჭიროა ყველა სამეცნიერო და აკადემიური პუბლიკაციის სია.
საუკეთესო კანდიდატებს შეარჩევს ფრანგი და ქართველი მკვლევარებისგან შემდგარი ჟიური.
სხვა სტიპენდიები
France Excellence Eiffel
ეიფელის სტიპენდიის პროგრამა არის დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რათა ფრანგულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე.
მისი მიზანია, მოამზადოს უცხოელი, მომავალი გადაწყვეტილების მიმღები პირები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სწავლის პრიორიტეტულ სფეროებში და წაახალისოს 27 წლამდე ასაკის საერთაშორისო სტუდენტების განაცხადები მაგისტრატურის, ხოლო 32 წლამდე ასაკის კანდიდატები დოქტორანტურის საფეხურისთვის.
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სწავლების პრიორიტეტული სფეროები
ეიფელის სტიპენდიის ორი ძირითადი სასწავლო მიმართულება მოიცავს შემდეგ შვიდ ქვე-მიმართულებას:
- მეცნიერება და ტექნოლოგიები:
- ბიოლოგია და ჯანდაცვა
- ეკოლოგიური გარდაქმნა
- მათემატიკა და ციფრული ტექნოლოგიები
- საინჟინრო მეცნიერებები
- ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:
- ფრანგული ენა, ისტორია და ცივილიზაცია
- სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები
- ეკონომიკა და მენეჯმენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-france-excellence-eiffel
- Campus Bourse – სასწავლო სტიპენდიების კატალოგი
ბაკალავრის საფეხურიდან პოსდოკამდე, კატალოგი წარმოადგენს სამთავრობო ინსტიტუტების, უცხოური მთავრობების, კომპანიების, ფონდებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებულ დაფინანსების პროგრამებს.
იხილეთ
En France, le gouvernement français prend en charge les frais de scolarité de tous les étudiants internationaux. L’Espace Campus France de Tbilissi est à votre disposition pour vous aider à trouver les moyens pour financer les frais de votre séjour !
- Erasmus + სტიპენდიები
Erasmus+ პროგრამა საქართველოში სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი საფრანგეთში სწავლისა თუ კვლევისთვის. გრანტის ოდენობა განსხვავდება სასწავლო საფეხურის მიხედვით.
სტუდენტი ხართ? მიმდინარე პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს უნივერსიტეტს. თითოეული უმაღლესი დაწესებულება ადგენს საკუთარ პროცედურებსა და გრაფიკს. დაუკავშირდით თქვენს დაწესებულებაში არსებულ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს ან Erasmus+ სააგენტოს საქართველოში, რომელიც გაგაცნობთ ამ გრანტის მისაღებად საჭირო ნაბიჯებს.
ელ. ფოსტა: erasmus.georgia@gmail.com
ვებგვერდი: erasmusplus.org.ge
გაეცანით ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიებსა და სტაჟირების გრანტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ/იმუშაოთ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ სხვა ფრანგულენოვან ქვეყნებშიც!
